Friday, June 17, 2016

მეცხრე ტრენინგდღის რეფლექცია

სასწავლო პროექტის ჩეკლისტში მოვნიშნეთ ყველა ის რესურსი რაცშევქმენით სასწავლო პროექტისთვის ამ ტრენინგის მანძილზე, პარალელურად გადავამოწმეთ პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი და აღნიშვნა გავუკეთეთ ყველა იმ მახასიათებლებს რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სკოლებში განხორციელებული სასწავლო პროექტი.
ვიმუშავეთ ბლოგებზე,  ჩავსვით გაჯეტები და გავეკეთეთ რეფლექსია ბლოგზე.
.Intel -ის ტრენინგის ბოლო დღეს ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ ჩვენი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია. ჩვენი ელექტრონული პორტფოლიოები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე და გავაკეთე რეფლექსია.
 ტრენინგზე მიღებული ცოდნა დიდ დახმარებას გამიწევს სასწავლო პროექტებზე მუშაობისას... 

ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების,ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე ათვისებულ სიახლეებს სასწავლოპროცესშივაპირებ აქტიურად ვიმუშავო მოსწავლეებთან აღნიშნულ თემაზე და მისი გამოყენებით გავაძლიერო მოსწავლეებში ინტერესი სწავლისადმი.








No comments:

Post a Comment

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა

                                                გაკვეთილის გეგმა საგანი:   ინგლისური ენა გაკვეთილის ტიპი : სამოდელო კლასი : VI ...