გაკვეთილის გეგმა
საგანი: ინგლისური ენა
გაკვეთილის ტიპი
: სამოდელო
კლასი
:VI
მოსწავლეთა პროფილი : კლასში არის 5
კლასში არის
სსსმ მოსწვლე
სამოდელო გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული
. მასწავლებელი ინტეგრირებას აკეთებს ისტორიასთან . გაკვეთილზე მოსწავლეები განიხილავენ
შოტლანდიაში არსებულ ციხე-სიმაგრეებს
და აგრეთვე გაეცნობიან ინფორმაციას საქართველოში არსებული ისტორიული ციხე სიმაგრეების შესახებ .
დრო
: 45 წთ
თემა
|
Castles in
Scotland and Georgia
|
გაკვეთილის მიზანი
|
გაკვეთილის
ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ :
გაკვეთილის
თემასთან დკავშირებით საუბარს , კითხვებზე
პასუხის გაცემას მათთვის ნაცნობი
ლექსიკური ერთეულებისა და გრამატკიკული
დროების გამოყენებს საშუალებით .
·
ტექსტში
მოძიებული ინფორმციის საფუძველზე პრეზენტაციის მომზადებას და ასევე საუბარს კულტურათშორის მსგავსება განსხვავებებზე და შეადარებენ
ორი ქვეყნის ისტორიულ -კულტურული მემკვიდრეობას ერთმანეთს .
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევ შედეგებთან შესაბამისობა
ისტორია
|
I უცხ.დაწყ.( II)
.4 მოსწავლემ
უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღცრული ტექსტების ძირითადი შინაარსის გაგება , კონკრეტული
დეტალების ამოცნობა .
Iუცხ.დაწყ.(II).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს
საკითხავი ამოცანების შესაბამისი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება.
საზ.მეც.V-VI.22 მოსწავლეს შეუძლია აღწეროს
საქართველოს მოსახლეობის კულტურათა მსგავსება -განსხვავებების გამოვლინებები და განიხილოს
შესაბამისი მიზეზები .
მოსწავლეს შეუძლია აღწეროს და ისაუბროს
მის მშობლიურ კუთხეში მდებარე ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე .
|
აქტივობები :
|
აქტივობა1: მიზნის და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა ( 3წთ)
მეთოდი : ვერბალური ახსნა
მიზანი : მოსწავლეებმა გაიგონ გაკვეთილის მიზანი და
შეფასების კრიტერიუმები
ორგანიზების ფორმა - მთელი კლასი
აქტივობა
2 : - კითხვა -პასუხი ( 5წთ )
მეთოდი: გონებრივი იერიში
მიზანი :წინარე ცოდნის გახსენება
ორგანიზების
ფორმა : მთელი კლასი
მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვა castle და
სთხოვს მოსწავლეებს დაასახელონ ნებისმიერი სიტყვა , რომელიც ისწავლეს ამ თემასთან
დაკავშირებით .
სსსმ მოსწავლე ამბობს სიტყვა castle მნიშვნელობას.
აქტივობა
3 : პრეზენტაცია შოტლანდიური ციხე სიმაგრეების შესახებ ( 5
წთ )
მეთოდი : პრეზენტაცია
მიზანი
: ინფორმაციის ვიზულურად
მიწოდება ;მოსწავლეებში ინტერესის გამოწვევა და დაინტერესება
ორგანიზების
ფორმა : მთელი კლასი
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს პრეზენტაციას შოტლანდიური
ციხე– სიმაგრეების შესახებ და ეკითხება ოდესმე უნახავთ თუ არა რომელიმე ციხე სიმაგრე
.
მასწავლებელი სსსმ მოსწავლეს ეკითხება საკუთარ რაიონში
არსებული ციხე–სიმაგრის შესახებ.
აქტივობა
4: მოკლე ტექსტების
ხმამაღლა წაკითხვა და სათაურებთან დაკავშირება ( 10 წთ )
მეთოდი : სწარაფი კითხვა
ორგანიზების
ფორმა : წყვილებში მუშაობა
მიზანი
: წაკითხული ტექსტის
ძირითადი აზრის გაგება , ახალი სიტყვების კონტექსტიდან ამოცნობა
მასწავლებელი აძლევს ტექსტის მცირე მონაკვეთს წყვილებს
. მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს ხმამაღლა , თარგმნიან და მოცემულ სათაურებს შეუსაბამებენ
მოცემული ტექსტის მონაკვეთს
სსსმ მოსწავლე წყვილდება მასწავლებელთან და მასთან
ერთად ასრულებს სამუშაოს მისთვის განკუთვნილ წინასწარ მომზადებულ ტექსტის ნაწყვეტზე.
აქტივობა
5 : მორბენალი კარნახი
(Running Dictation )
მეთოდი : ინფორმაციის
მოძიება , ჯგუფისთვის გაზიარება და ამ ინფორმაციის საფუძველზე მოკლე პრეზენტაციის გაკეთება .- ( 15 წთ )
მიზანი : მოსწავლე შეძლებს მისთვის სასურველი ინფორმაცისს
სწრაფად მოძებნას , მის წაკითხვას , ამ ინფორმაციიდან მთავარის დამახსოვრებას და
ჯგუფის წევრისთვის გაზიარებას .
აღწერა : მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს ბარათებს
, რომელზეც მოცემულია საქართველოში არსებული ისტორიული ციხე - სიმაგრეების სახელები
.მასწავლებელი ჯგუფში ანაწილებს როლებს ,მაგ : თითოეული ჯგუფიდან ერთი მოსწავლე პასუხისმგებელია
ინფორმაციის მოძებნაზე , ერთს ევალება ინფორმაციის ჩაწერა . ინფორმაცია ციხე სიმაგრეების
შესახებ გაკრულია საკლასო ოთახის კედლებზე . მოსწავლეები პოულობენ ინფორმაციას მათთვის
სასურველი ციხე სიმაგრის შესახებ , კითხულობენ სწარაფად , ინიშნავენ ძირითად ფაქტებს
და მიაქვთ და უზიარებენ საკუთარი ჯგუფის წევრებს . ჯგუფები აკეთებენ მოკლე პრეზენტაციას
საქართველოში არსებული ციხე -სიმაგრეების შესახებ .
სსსმ მოსწავლეს მასწავლებელი აძლევს ციხე–სიმაგრეების
პლაკატებს და მასთან ერთად აკეთებს მცირე ინფორმაციის მოძიებას მათ შესახებ ასევე
წინასწარ მომზადებული ბარათების დახმარებით.
აქტივობა 6 : შეფასება და თვითშეფასება ( 5წთ)
მასწავლებელი იყენებს განმსაძღვრელ და განმავითარებელ
შეფასებას და აძლევს მოსწავლეებს სათანადო უკუკავშირს .
მასწავლებელი იყენებს გასასვლელ ბილეთს - მოსწავლეები
წერენ სამ კითხვაზე პასუხს 1) რა იყო მნიშვნელოვანი
2) რა ისწავლეთ
?
3) კიდევ
რის ცოდნას ისურვებდით ამ
თემასთან დაკავშირებით ?
|
რესურსები
|
დაფა , ცარცი , კომპიუტერი , პროექტორი , ფერადი ბარათები , სახელმძღვანელო,
პლაკატები.
|
მოსწავლეთა შეფასების
რუბრიკა
ქულები და კრიტერიუმები
|
9-10
|
7-8
|
4-5-6
|
3-2-1
|
აქტიური მონაწილეობა
|
ყოველთვის მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
|
ყოველთვის მონაწილეობს
|
ხშირად მონაწილეობს
|
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს
|
გამართული და სწორი მეტყველება
|
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
|
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
|
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
|
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
|
თანამშრომლობა და ჯგუფურ სამუშაოში ჩართულობა
|
ყოველთვის თანამშრომლობს თანაკლასელებთან , არ აწყვეტინებს საუბარს და აქტიურადაა ჩართული ჯგუფურ სამუშაოში .
|
ძირითადად თანამშრომლობს თანაკლასელებთან , ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში , ძირითადად მონაწილეობს ჯგუფში დავალებების შესრულებაში .
|
იშვიათად თანამშრომლობს და ნაკლებად ჩართულია ჯგუფში საერთო სამუშაოს შესრულებაში .
|
არ თანამშრომლობს თანაკლასელებთან . არ მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობებში .
|
პრეზენტაცია
|
ყოველთვის იცავს რეგლამენტს, ფლობს საკომუნიკაციო უნარებს ( ჟესტიკულაცია, ხმის ტემბრი,აუდიტორიის ფლობა) .
|
უმეტეს შემთხვევაში იცავს რეგლამენტს, ნაწილობრივ ფლობს საკომუნიკაციო უნარებს .
|
უჭირს აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა, ან ვერ იცავს რეგლამენტს.
|
ვერ ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან, ლაპარაკობს გაურკვევლად , არ იცავს რეგლამენტს
|
გაკვეთილის რეფლქსია
ვფიქრობ , რომ ჩემს
მიერ ჩატარებული გაკვეთილი იყო მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული , მოსწავლეზე ორიენტირებული
. გაკვეთილის მიზანი ნათლად და გასაგებად მაქვს ფორმულირებული და შესაბამისად აქტივობებიც მიზნის შესაბამისად სწორად და თანმიმდებრულად
იყო დალაგებული . გაკვეთილის მიზანი შესაბამისობაშია ესგ
-ს მისაღწევ შედეგებთან . გაკვეთილის მიზანია - უცხო ტექსტში სასურველი ინფორმაციის მოძიება , მისი ძირითადი აზრის სწორად გაგება-გააზრება და
სათანადო სათაურთან სწორად დაკავშირება, ტექსტში მოძიებული ინფორმციის საფუძველზე პრეზენტაციის მომზადება
.
გაკვეთილის საწიყის ფაზაზე გავააქტიურე მოსწავლეთა
წინარე ცოდნა მოცემულ თემასთან დაკავშირებით , გამოვიყენე გონებრივი იერიშის მეთოდი
, რაც დამეხმარა მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებასა და გაკვეთილის თემასთან დაკავშირებული
ლექსიკური ერთეულების გახსენებაში . გამოწვევის
ფაზაზე ასევე გამოყენებული პრეზენტაციის მეთოდი ეფექტური იყო მოსწავლეებში თემასთან
დაკავშირებით ინფორმაციის ვიზუალიზაციაში , რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეების დაინტერესებას
და მათ შემდგომ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში
.
გეგმით განსაზღვრულ დროის მიხედვით გადავედი შემდგომ
ფაზაზე . აქტივობის დაწყებამდე დავყავი მოსწავლეები წყვილებად და გარკვევით გავაცანი
დავალების შესამაბსი ინსტრუქციები და დავურიგე სათანადო რესურსები - ტექსტის
სათაურების სახით . მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფში . მე ფასილიტატორ- დამხმარის როლში
ვიყავი , ვაკვირდებოდი მოსწავლეების მუშაობას , ვეხმარებოდი ახალი სიტყვებისა თუ რთული
წინადადებების თარგმნაში და ვაძლევდი დამატებით ინსტრუქციებს , რამაც ხელი შუჭყო მოსწავლეებში
ტექსტის ძირითადი შინაარსის უკეთ გაგება გააზრებას .
გაკვეთილის შემდგომ ფაზაზე , სადაც მოსწავლეებს მოუწიათ
ჯგუფში მუშაობა , ინფორმაციის მოძიება , ამ ინფორმაციის ჯგუფის სხვა წევრებისათვის
გაზიარება და ამის შედეგად მოკლე პრეზენტაციის გაკეთება . მოსწავლეებს მივეცი სათანადო
ინსტრუქციები აქტივობის ეფექტურად შესასრულებლად , ასევე ვცდილობდი სათანადო და დროული
კომენტარებითა და უკუკავშირით ხელი შემეწყო გაკვეთილის საბოლოო მიზნის მიღწევაში . ვფიქრობ აქტივობები
მრავალფეროვანი , საინტერესო და ინფორმაციული იყო . გამოვიყენე მრავალფეროვანი და სახალისო
რესურსები , რაც დამეხმარა მოსწავლეების დაინტერესებასა
და ჩართულობის გაზრდაში . გაკვეთილის შედეგად
ხელი შეეწყო მოსწავლეებში საგანთშორისი კავშირის დანახვას რადგანაც გაკვეთილი ინტეგრირებული
იყო . მოსწავლეებმა შეძლეს უკეთ გაეცნობიერებიათ რომ ერთ საგანში მიღებული ცოდნა შეუძლიათ
გამოიყენონ სხვადასხვა საგანში . გაკვეთილზე
გამოყენებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების
განვითარებას . მოსწავლეებმმა შეძლეს გაევლოთ პარალელები და შეადარეს ერთმანეთს შოტლანდიასა
და საქართველოში არსებული ციხე სიმაგრეები და
იმსჯელეს მათ შორის მსგავსება განსხვავებებზე .
ბოლოს მოსწავლეებმა
გააკეთეს თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია . გამოვიყენე ორივე სახის შეფასება - განმავითარებელი
და განმსაზღვრელი .გასასვლელი ბილეთის საშუალებით
მოსწავლეებმა შეაფასეს გაკვეთილი , რა მოეწონათ , რა ისწავლეს და რის ცოდნას ისურვებდნენ
მომავალში . ეს დამეხმარა მოსწავლეების გაგების მონიტორინგში და ვეცდები ეს ინფორმაცია
გამოვიყენო შემდგომში მოსწავლეების საჭიროებებზე
და ინდივიდუალურ თავისებურებებზე მორგებული გაკვეთილების დაგეგმვაში . ეს ასევე ეხმარება
მოსწავლეებს თვითშეფასებასა და მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას უწყობს ხელს .
გაკვეთილი წარმატებული
იყო მოსწავლეთა ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლების კუთხით . გაკვეთილის თემამ და
ისტორიის , საკუთარი ქვეყნის შესახებ ცოდნის ინტეგრირებამ გაზარდა მოსწავლეთა ჩართულობა
და დაინტერესება . ასევე ჯგუფური მუშაობის გამოყენებამ , რომლის დროსაც ვეცადე თითოეული
მოსწავლისათვის გადამენაწილებინა როლები გამოიწვია მოსწავლეთა ჩართულობა , რადგანაც
თითოეული მოსწავლე პასუხისმგებელი იყო გარკვეულ სამუშაოზე ამან ხელი შეუწყო ჯგუფურ
მუშაობას და დაეხმარა მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ საჯუთარი როლი ჯგუფის საერთო წარმატებაში
.
გაკვეთილის
მსვლელობისას მომიწია ბოლო ფაზაზე აქტივობისათვის გეგმით
გათვალისწინებული დროის
შემცირება , რადგან
არ იყო
საკმარისი დრო
, ზოგიერთი აქტივობის
შესასრულებლად მოსწავლეებს
იმაზე მეტი
დრო დასჭირდათ
, ვიდრე მე
გეგმით მქონდა
გათვალისწინებული. ამ
პრობლემის მოსაგვარებლად ვგეგმავ კვლევას დროის მართვასთან დაკავშირებით .
გაკვეთილის მსვლელობისას შემდეგი პრობლემები
გამოიკვეთა :
v მოსწავლეებს გაუჭირდათ ინსტრუქციების სწორად გაგება .ერთ -ერთ აქტივობის
ინსტრუქციებთან დაკავშირებით რამოდენიმე მოსწავლეს გაუჩნდა დამატებითი კითხვები ერთმანეთისადმი
, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ის , რომ ერთ -ერთ ჯგუფში მოსწავლებს თემასთან დაკავშირებით
ნაკლლები ინფორმაცია ჰქონდათ მოძიებული და
შესაბამისად რამდენიმე მოსწავლე ნაკლებად ჩაერთო ჯგუფურ მუშაობაში და საბოლოო ჯამში პრეზენტაციაც არასრულყოფილი იყო.
იმისათვის რომ მომავალში
თავიდან ავირიდოთ მსგავსი პრობლემა , ვეცდები
კლასში აქცენტი გავაკეთო ქცევის წესებზე და თითოეულ გაკვეთილის დაწყებამდე შევახსენო
მათ ქცევის წესები . იმისათვის , რომ მოსწავლეებს აქტივობის განხორციელების პროცესში
არ გაუჩნდეთ დამატებითი კითხვები და თავი ავარიდო კლასის მართვის პრობლემას , ვეცდები
ინსტრუქციები უფრო მარტივად და გასაგებად მივცე , ან გაუგებრობის შემთხვევაში ვაჩვენო
მთ კონკრეტული მაგალითი , რაც გაუადვილებთ ჯგუფში მუშაობას .
პირადად
ჩემთვის გაკვეთილის შედეგად მიღებული სარგებელი საკმაოდ დიდია , რადგანაც გაკეთილის
მიმდინარეობისას გამოკვეთილი პრობლემები , მათი ანალიზი და პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზების ძიება დამეხმარება უკეთ
გავაანალიზო ჩემი საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა და დავგეგმო ნაბიჯები თუ აქტივობები
საკუთარი პროფესიული ზრდისაკენ , რაც ძალზედ მნიშვნელოვანია თითოეული პედაგოგის პროფესიული
წინსვლისათვის .
გაკვეთილი საინტერესო და სასარგებლო იყო აგრეთვე
კოლეგებისთვის , რადგანაც გაკვეთილის თემა საინტერესო იყო და შეეხებოდა საგანთშორის
კავშირებს . გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები შესაძლებელია გამოიყენონ იმ მასწავლებლებმაც
, რომლებიც ესწრებოდნენ გაკვეთილს . ერთ ერთი საინტერესო აქტივობა იყო Running
dictation - მორბენალი კარნახი , რაც შესანიშნავი
აქტივობაა მოსწავლეებში ინფორმაციის სწრაფად მოძიების უნაარების განსავითარებლად .
აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში წაკითხული ინფორმაციიდან მთავარი აზრის გამოტანას
და მის სწრაფად გადაცემას მისი ჯგუფის წვრებისათვის
No comments:
Post a Comment