პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევა
საშინაო დავალების შესრულების დროს წარმოშობილი შეცდომები და მათი გამოსწორების
გზები
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის
სოფელ მერჯევის
საჯარო სკოლის ინგლისური
ენის მასწავლებელი სალომე ზაბახიძე
2018 წელი
სარჩევი
1. შესავალი
---------------------------------------------------------------------------------
4
საშინაო დავალება და მასთან დაკავშირებული სირთულეები --------------------6
ძირითადი დასკვნები
-----------------------------------------------------------------------7
2. ლიტერატურის მიმოხილვა
-------------------------------------------------------------8
საშინაო დავალების დადებითი და უარყოფითი მხარეები ----------------------------8
საშინაო დავალების ეფექტიანად გამოყენების პრინციპები --------------------------9
3. პრაქტიკული კვლევის არსი
-----------------------------------------------------------10
კვლევის ჯგუფი
-----------------------------------------------------------------------------11
სამიზნე ჯგუფი -----------------------------------------------------------------------------11
საკვლევი კითხვები
-------------------------------------------------------------------------11
კვლევის მეთოდები
-------------------------------------------------------------------------12
კითხვარები, დიაგრამები
------------------------------------------------------------------13
კვლევის მიგნებები
-------------------------------------------------------------------------20
ინტერვენცია I
-------------------------------------------------------------------------------21
ინტერვენცია II
------------------------------------------------------------------------------22
4. რეკომენდაციები
-------------------------------------------------------------------------22
დასკვნა ---------------------------------------------------------------------------------------22
თვითკრიტიკა--------------------------------------------------------------------------------23
ბიბლიოგრაფია-------------------------------------------------------------------------------24
რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ -------------------------------25
შესავალი
საშინაო დავალება, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ზოგადი განათლების საფეხურზე, სწავლების სავალდებულო ნაწილია. მისი შესრულება მოსწავლეთა ყოველდღიური პასუხისმგებლობაა. იგი სწავლა-სწავლების
პროცესის
ერთ-ერთი საკამათო
ნაწილია.
მასზე
არსებობს სხვადასხვა შეხედულება მოსწავლეებში, მშობლებში, მასწავლებლებსა და
საზოგადოების სხვადასხვა წრეებში .სწავლა-სწავლების
პროცესში
ძალიან მნიშვნელოვანია საშინაო დავალება,
რომელმაც
უნდა
განამტკიცოს
ნასწავლი
მასალა,
ან
უნდა
გამოავლინოს
მოსწავლის
შემოქმედებითი
უნარი,
ან
უნდა
მოამზადოს
მოსწავლე
ახალი
ცოდნის
მისაღებად.
რა
უნდა
გავაკეთოთ
იმისათვის
რომ
საშინაო დავალება
უფრო
ეფექტური
გავხადოთ,
რათა
მან
შეასრულოს
მისი
ძირითადი დანიშნულება-იყოს მოსწავლეზე
ორიენტირებული,
ხელს
უწყობდეს
სწავლა-სწავლების ხარისხის
გაუმჯობესებას. საშინაიო
დავალება
ეს
არის
დამოუკიდებელი
მუშაობის
ფორმა,
რომლის მეთოდოლოგიური
მიზანია
შესასწავლი
თემის
გაღრმავებას
და
უკეთ
ათვისებას
შეუწყოს ხელი. საშიანაო
დავალება
საშუალებას
აძლევს
მოსწავლეს
იმუშაოს
მისაღებ
ტემპში,გამოიყენოს
მისთვის
მოხერხებული
და საშუალებები, გამოავლინოს დამოუკიდებლობის
მაღალი
ხარისხი.
მისი
შესრულების
დროს
მოსწავლეს გამოუმუშავდება
ისეთი
მნიშვნელოვანი
თვისებები,
როგორიცაა
: პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა,
ბეჯითობა,
მიზანდასახულობა,
ამიტომ
საშინაო
დავალებები
უნდა იყოს მრავალფეროვანი,
მოიცავდეს
სხვადსხვა
მიმართულებებს,
მაგალითად:
წიგნზე მუშაობას,
ჟურნალებსა
და
სამეცნიერო
პოპულარული
ლიტერატურის
კითხვას, ენციკლოპედიებისა
და
კვლევების
გამოყენებას,
რეფერატის
მომზადებას,
საშიანო
ცდებს, ბუნებრივი
მოვლენებისა
და
პროცესების
მოდელირებას,
თვალსაჩინოების
მომზადებას
დასხვა.
საშინაო დავალების არსი
მდგომარეობს შემდეგში: მოსწავლეები განიმტკიცებენ გაკვეთილზე შეძენილ ცოდნას,
ეჩვევიან დამოუკიდებელ მუშაობას, საშინაო
დავალება მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, თვალ-ყური ადევნონ შვილის სასკოლო
საქმიანობას. საშინაო დავალება მოსწავლეებს უვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას
და არაპირდაპირ ასწავლის დროის მენეჯმენტს, რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე
სამყაროში.
მეცნიერების აზრით, მოსწავლეებისთვის მიცემული საშინაო დავალება კლასების
შესაბამისად და გონივრულად უნდა იყოს შერჩეული, რათა მოსწავლეს დარჩეს საკმარისი
დრო თანატოლებთან თამაშისა და მშობლებთან ურთიერთობისთვის. ფსიქოლოგების
აზრით, ბავშვებისთვის თამაში არ არის
მხოლოდ გართობა, არამედ ეხმარება მათ, პრაქტიკაში შეიმეცნონ სამყარო.
საშინაო დავალების
სასწავლო
აღმზრდელობითი
მნიშვნელობა
დავალების
შინაარსსა
და
ხასიათზეა დამოკიდებული . შინაარსი განსაზღვრავს რა უნდა აითვისოს
მოსწავლემ,
ხოლო დავალების
ხასიათი
იმ
უნარებს,
რომელიც
ამ
ცოდნის
მისაღებადაა
საჭირო
(დამახსოვრება,ნ
შედარება,
მთავარი
აზრის
გამოყოფა
და
ა.შ.) საშინაო
დავალება
უნდა
პასუხობდეს
რამდენიმე
მოთხოვნას:
Ø
იყოს კონკრეტული და მიზანმიმართული;
Ø
უზრუნველყოფდეს მასალისადმი მოსწავლეთა
დიფერენცირებულ
მიდგომას;
Ø
აღძრავდეს შემეცნებით ინტერესს და ააქტიურებდეს მოსწავლეთა ქმედებას;
Ø
აღვივებდეს მოსწავლის დამოუკიდებლობასა და შემოქმედებითობას;
Ø
ხელს უწყობდეს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის განმტკიცებას, განზოგადებასა და
Ø
სისტემატიზაციას;
Ø
აფიქრებდეს მოსწავლეს ჯერ შეუცნობლის შეცნობისათვის და აღძრავდეს ინტერესს.
Ø
ცოდნის მიღებასთან ერთად ქიმიის შესწავლამ მოსწავლეებს უნდა განუვითაროს
Ø
პრაქტიკული უნარები და შესაძლებლობები, რომლებიც მათ შემდგომ
საქმიანობაში
გამოადგებათ. ასეთებია, საშიანო თუ საგაკვეთილო ცდები, მოდელებისა და სხვადასხვა რესურსის შექმნა.
საშიანო დავალების ოპტიმალური მოცულობის განსაზღვრისათვის გასათვალისწინებელია რამდენიმე
პირობა:
Ø
დავალების მოცულობის განსაზღვრა მოსწავლის თავისუფალი დროის
Ø
გათვალისწინებით;
Ø
დავალება უნდა გამომდინარეობდეს გაკვეთილის შინაარსიდან;
Ø
რაოდენოაბ და სირთულე ისეთია, რომ დავალება შესრულებადი იყოს;
Ø
დავალება მნიშვნელოვანია, იასეთია, რომ იგი მიზნად ისახავს
შემეცნებითი
Ø
ინტერესის აღძვრას;
Ø
შემაჯამებელი გაკვეთილისათვის შესაძლებელია
ჯგუფური
დავალების
მიცემაც,
Ø
როგორიცაა პროექტი, კველვა და ა.შ.
საშინაო დავალებები
და
პრაქტიკული
მუშაობა
სწავლების
ის
მეთოდებია
, რომლებიც მასწავლებელს
ეხმარება
სწავლები
პროცესის
გაუმჯობესებაში
მოსწავლეებს
აძლევს საშუალებას
გაიუმჯობესონ
უნარები
და
უკეთესად
ჩასწვდნენ
შესასწავლ
მასალას.
საშინაო დავალება
აფართოვებს
სწავლის
შესაძლებლობებს
და
ეხმარება
მოსწავლეებს
სკოლიდან
შინ წასვლის
შემდეგაც
კი
არ
შეწყვიტონ
სწავლის
პროცესი.
საშინაო
დავალების
გამოყენების მეთოდთან
დაკავშირებული
დასკვნები
ასეთია:
Ø
დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე მოსწავლეებს სხვადასხვა მოცულობის
საშინაო დავალება უნდა მივცეთ;
Ø
საშინაო დავალების შესრულების პროცესში მშობელი ძალიან იშვიათად უნდა ჩერიოს;
Ø
მასწავლებელი კარგად უნდა ადგენდეს
და
ხსნიდეს
საშინაო
დავალების
მიზანს;
Ø
თუ მასწავლებელი მოსწავლეებს საშინაო
დავალებას
აძლევს
შესრულებილი
დავალების გასწორებისთვისაც მზად უნდა იყოს.
მიუხედავად იმის, რომ არსებობს მაღალი კლასის მოსწავლეთათვის
მისაცემი
საშინაო დავალების
მოცულობის
პრაქტიკული
ზღვარი,
კვლევები
ადასტურებს შემდეგს:
რაც
უფრო
დიდი
მოცულობის
საშინაო
დავალებას
ასრულებენ
მაღალ კლასელები,
მით
უფრო
მაღალ
ქულას
იღებენ
ტესტირებისას,
მით
უფრო
მაღალიამათი
აკადემიური
მოსწრებაც.ჩემი აზრით, დავალების
მიცემისას
სჯობს
ზომიერების
დაცვა.
მოსწავლეს
სურვილი უნდა გაუჩნდეს
დამატებით
კიდევ
შეასრულოს
სამუშაო.
თუ
ამის
მიღწევას შევძლებთ,
ანუ
ვასწავლით
მოსწავლეებს,
ეს
მართლაც
გახდება
წარმატების საფუძველი.
საშინაო
დავალების
ფორმა
დამოკიდებულია
იმ
მიზნებზე
რომელთა
მიღწევაც მასწავლებელს სურს. თუმცა საშინაო დავალების ძირითადი მიზანი სწავლის პროცესის ხელშეწყობაა. მკვლევარები გამოყოფენ
საშინაო
დავალების
სამ
ძირითადსახეს
(ლაკონტი,
1981) ;
Ø
პრაქტიკული დავალება - რომლის მიზანია ახლად შეძენილი ცოდნის და
უნარების გამყარება;
Ø
მოსამზადებელი დავალება - რომლის მიზანია,
კონკრეტული
თემისათვის
ინფორმაციის მომზადება;
Ø
მასალის გაღრმავების დავალება - ათვისებულ მასალაზე პრაქტიკული მუშაობა
და მოსწავლეთა წახალისება დამატებითი მუშაობით გაიფართოონ
თვალსაწიერი.
სწავლა-სწავლების განმავლობაში სამივე სახის დავალების
შესრულება
უწევთ
მოსწავლეებს,რაც, რა თქმა უნდა, მოსწავლეზეა
ორიენტირებული
და
მიმართულია
მისი განვითარებისათვის.
კუპერი იყო ერთ-ერთი პირველი მკვლევარი, რომელმაც საფუძვლიანად შეისწავლასაშინაო დავალების ეფექტიანობის
საკითხი
120 კვლევაზე
დაყრდნობით. კვლევების 70პროცენტის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები რომლებიც ასრულებდნენ საშინაოდავალებას გაცილებით წარმატებულნი
იყვნენ,
ვიდრე
ის
მოსწავლეები,
რომლებიც
არ ასრულებდნენ
დავალებას.
პრობლემის აქტუალობა
მოსწავლეები საშინაო დავალების შესრულებას გულგრილად ეკიდებიან, ეს ერთი რომელიმე საგნის პრობლემა არ არის, არამედ ზოგადი ტენდენციაა.. ნებისმიერი საგნობრივი
კომპეტენცია
გულისხმობს,
დამოუკიდებლად
ახერხებდეს
მოსწავლე
თეორიული
ცოდნის
პრაქტიკულ
ცოდნად
გარდაქმნას,
რაც
სწავლა-სწავლების
პროცესში
უმნიშვნელოვანესია.
აქედან
გამომდინარეობს
ის,
რომ
მასწავლებელმა
ბავშვს
უნდა
ასწავლოს
არა
მარტო
მასალა,
არამედ
ის,
თუ
როგორ
ისწავლოს.
საშინაო
დავალების
უხარისხოდ
შესრულება
კი
განაპირობებს
ამ
უდიდესი
მიზნის
მიუღწევადობას.
სწავლა
ერთჯერადი
აქტი
არაა,
ეს
ცხოვრების
მუდმივი
და
თანმდევი
პროცესია.
ამიტომ,
ვფიქრობთ,
რო მასწავლებელმა მოსწავლის
მიერ
საშინაო
დავალების
ხარისხიანად
შესრულება
უნდა
უზრუნველყოს,
ანუ
სწავლის
სწავლაში
დაეხმაროს.
საშინაო დავალება და მასთან დაკავშირებული სირთულეები
თანამედროვე შეხედულებები საშინაო დავალებასთან
დაკავშირებით
გახდა
საფუძველი
გამომეკვლია
: რა
სიძნელეები და წინააღმდეგობები
ახლავს
საშინაო
დავალების
შესრულებას,
როგორ
ასრულებენ
მას ჩვენი მოსწავლეები,
რა
არის
საჭირო
იმისათვის
რომ
შესრულებული
საშინაო დავალების
ხარისხი
იყოს
უკეთესი
და
როგორ
დავეხმაროთ
მოსწავლეებს
როგორც მასწავლებლები ასევე მშობლები
( საჭიროებისამებრ
).
კვლევის მიზანი
დეტალურად
შევისწავლო
საშინაო
დავალების
შესრულებასთან დაკავშირებული
სირთულეები.
მოსწავლეთა,
მშობელთა
და
მასწავლებელთა
აზრი საკითხთან
დაკავშირებით,
სრულყოფილი
გავხადო
დავალების
შემოწმებისა
და უკუკავშირის
ფორმები
, რომლებიც
დამეხმარება
სწავლა-სწავლების
ხარისხის გაუმჯობესებაში.
საშინაო
დავალების
სროლყოფილი
შესრულება
გულისხმობს:
Ø
მშვიდი და მყუდრო გარემოს შექმნა;
Ø
საშინაო დავალების მიზნის გააზრება;
Ø
განწყობა საშინაო დავალების შესრულებისათვის;
Ø
მზაობა საშინაო დავალების შესრულებისათვის;
Ø
დრო საშინაო დავალების შესრულებისათვის.
საშინაო დავალების შესრულება უზრუნველყოფს:
Ø
ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების დაკმაყოფილებას (სტანდარტის
მიხედვით );
Ø
მოსწავლესა და მასწავლებელს შორის პასუხისმგებლობის
გადანაწილებას;
Ø
მოსწავლისა და მასწავლებლის ორგანიზებულობას;
Ø
მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას
(უკუკავშირი);
Ø
მოსწავლეების და მშობლების ჩართულობის
ხარისხის
გაზრდას;
Ø
მოსწავლეების და შესაბამისად სკოლის წარმატებებს.
სამიზნე ჯგუფი-
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო
სკოლის IX კლასის მოსწავლეები
კვლევის მიმდინარეობა
v
კვლევის ჯგუფის შექმნა;
v
კვლევის დროს გამოსაყენებელი თვისობრივი და რაოდენობრი
მეთოდების განსაზღვრა: დაკვირვება და ფოკუს-ჯგუფი,
v
ზეპირი და წერილობითიგამოკითხვა - ანკეტირება,
v
ინტერვენციის განხორციელება
v კვლევის
მიგნებების გამოკვეთა
v
რეკომენდაციები
v საბოლოო
დასკვნა
კვლევამ აჩვენა, რომ სწავლების პროცესში ჩართული სამივე რგოლი- მშობელი, მოსწავლე, მასწავლებელი) აუცილებელია თანამშრომლობდეს
ერთი
მიზნის
მიღწევისათვის,
რაც საშიანო
დავალების
შესრულებასთან
დაკავშირებულ
სირთულეს
დაძლოვადს
გახდის
და ხელს შეუწყობს
მოსწავლის
შედეგების
ამაღლებას.
პასუხისმგებლობის
გადანაწილება მასწავლებლიდან
მოსწავლეზე
გააადვილებს
საშიანო
დავალების
შემოწმებას
და
სარგებელს მოუტანს
ორივე
მხარეს.
პრაქტიკული
კვლევის არსი
პრაქტიკული კვლევა
არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა იმისთვის,რომ გავიგოთ, რა ხდება ჩვენს სკოლაში, და როგორ ვაქციოთ ის უკეთეს ადგილად.
სკოლაში
განხორციელებული პრაქტიკული კვლევა ერთ მთავარ მიზანს ემსახურება – განვითარებაზე
ორიენტირებული პრაქტიკოსი მკვლევრის ჩამოყალიბებასა და სკოლისათვის მნიშვნელოვან,
პრიორიტეტულ საქმიანობებში პროგრესის მიღწევას. ამიტომ სწავლა-სწავლების პროცესში
მნიშვნელოვანია კვლევის ამ მეთოდის დანერგვის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
პრაქტიკული კვლევა
არის საუკეთესო ალტერნატივა იმის წარმოსაჩენად, როგორ შევისწავლოთ სასკოლო გარემო
და მივიღოთ გადაწყვეტილება მისი გაუმჯობესების შესახებ. იგი მიმართულია სკოლაში
არსებული რეალური პრობლემების კვლევაზე და იძლევა არა მხოლოდ ახალი ცოდნის შეძენის
საშუალებას, არამედ მკვლევარს შესაძლებლობა ეძლევა გადაჭრას საკვლევი პრობლემა და
დაინახოს შედეგი.
სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა მასში მონაწილე ადამიანები
მაქსიმალურად იყვნენ ჩართული პროცესში, მათ მოძებნონ პრობლემის გადაჭრის გზა და არ
იყოს ეს მათთვის შეთავაზებული გარეშე პირის მიერ.
კვლევა
არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის
ანგარიშის,სახით. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა
რიცხვს, ეს არის პრობლემური სიტუაციების სისტემური კვლევა, ჩატარებული მასწავლებთა
მიერ საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის, სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა
შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო წამოჭრილი სიძნელეების დროს კი არ არის
საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძლიერი მხარისა
და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების განსავითარებლად და რაც
მთავარია , სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოსწავლეთა შედეგების
გასაუმჯობესებლად.
მასწავლებელი კოლეგებთან ერთდ გეგმავს და
იყენებს შესაბამის ინსტრუმენტებს, რომ შეისწავლოს საკუთარი პროფესიული საჭიროებები
და ჩაატაროს კვლევა გამოვლენილი საკითხის გასაუმჯობესებლად. კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გამოქვეყნება სამეცნიერო ნაშრომის ფორმით. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ეხმარება მასწავლებელს საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის, სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა შედეგებისგაუმჯობესების მიზნით. პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებითიკვლევათა რიცხვს, რომელიც მოიცავს ეტაპებს, რომლის სრულყოფილადწარმართვის შედეგად შეგიძლია გარკვეული დასკვნებისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბება.
ლიტერატურის მიმოხილვა
არის თუ არა საშინაო
დავალება ეფექტიანი? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი პასუხი
არ არსებობს.
საშინაო დავალება სწავლა-სწავლების ნაწილია, იქნება ეს წერილობით
შესასრულებელი თუ ზეპირად სასწავლი. თუ მოსწავლე ჩართულია სწავლის პროცესში,
ის მნიშვნელოვან ძალისხმევას იჩენს დავალების შესრულებისას, ზრუნავს
შესრულებული დავალების ხარისხზე. შესრულებულ სამუშაოს მისთვის დიდი
ღირებულება აქვს (Newmann, 1986). ასეთი მოსწავლეები გამოხატავენ უფრო
მეტი ცოდნის შეძენის სურვილს და პოზიტიურ დამოკიდებულებას სკოლისა
და სწავლის მიმართ.
გარკვეული თემის ან ნაწარმოების შესწავლა გულისხმობს გააზრებასა და უნარების განვითარებას. ახალი უნარის უკეთ გასააზრებლად საჭიროა, სწორად განაწილდეს მოსწავლეთა დრო. როგორც წესი, დამახსოვრება-გააზრება და განმტკიცება გარკვეული ხნის განმავლობაში მიმდინარე მიზანმიმართულ პრაქტიკასაც უკავშირდება. ამ დროს სავარჯიშოების/დავალებების მეშვეობით საჭიროა ცოდნის განმტკიცება როგორც კლასში, ისე სახლში, სწორედ ამიტომ ვაძლევთ მოსწავლეებს საშინაო დავალებას, რომლის საჭიროებაც გაკვეთილზე იკვეთება. პრაქტიკული სამუშაოს შესრულების დროს მოსწავლეები ათვისებულ მასალას უკეთ იაზრებენ.
გარკვეული თემის ან ნაწარმოების შესწავლა გულისხმობს გააზრებასა და უნარების განვითარებას. ახალი უნარის უკეთ გასააზრებლად საჭიროა, სწორად განაწილდეს მოსწავლეთა დრო. როგორც წესი, დამახსოვრება-გააზრება და განმტკიცება გარკვეული ხნის განმავლობაში მიმდინარე მიზანმიმართულ პრაქტიკასაც უკავშირდება. ამ დროს სავარჯიშოების/დავალებების მეშვეობით საჭიროა ცოდნის განმტკიცება როგორც კლასში, ისე სახლში, სწორედ ამიტომ ვაძლევთ მოსწავლეებს საშინაო დავალებას, რომლის საჭიროებაც გაკვეთილზე იკვეთება. პრაქტიკული სამუშაოს შესრულების დროს მოსწავლეები ათვისებულ მასალას უკეთ იაზრებენ.
მეცნიერების
აზრით, მოსწავლეებისთვის მიცემული საშინაო დავალება კლასების შესაბამისად და
გონივრულად უნდა იყოს შერჩეული, რათა მოსწავლეს დარჩეს საკმარისი დრო თანატოლებთან
თამაშისა და მშობლებთან ურთიერთობისთვის. ფსიქოლოგების აზრით, პატარა
ბავშვებისთვის თამაში არ არის მხოლოდ გართობა, არამედ ეხმარება მათ, პრაქტიკაში
შეიმეცნონ სამყარო.
თანამედროვე
კვლევებმა დაადასტურა ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა ბავშვებში. რაც გულისხმობს,
გააცნობიერო შენი და სხვების ემოციები, სწორედ ამაზეა დამოკიდებული შემდეგი
წარმატება. თუ მოსწავლე სულ წიგნებშია ჩაფლული, მას აღარ რჩება დრო გააცნობიეროს
თავისი და სხვების ემოციები, რაც ხელს უშლის მის განვითარებას.
ზოგიერთ ქვეყანაში
საშინაო დავალებებს იმ მოსწავლეებს აძლევენ, რომლებიც ამას ყველაზე
მეტად საჭიროებენ. სხვა ქვეყნებში ბავშვებს საშინაო დავალება დამატებითი
ვარჯიშისათვის ეძლევათ. ამის გამო, კვლევები საშინაო დავალების ეფექტურობის
შესახებ შერეულ შედეგებს გვაწვდის (Cooper, Robinson & Patall, 2006;
Trautwein, 2007).
საშინაო დავალება სწავლა სწავლების სხვა კომპონენტების მსგავსად, ხასიათდება
თავისი დადებითი
და
უარყოფითი
მხარეებით.
საშინაო დავალების დადებითი მხარეები:
Ø
საშინაო დავალება ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას, უკეთესად გააზრებას,
კრიტიკული აზროვნებისა და ინფორმაციის გადამუშავების უნარის განვითარებას.
Ø
სკოლისა და სწავლის პროცესის მიმართ დადებითი დამოკიდებულებების
ჩამოყალიბებას, სწავლის ჩვევების
დახვეწას.
Ø
მოსწავლეს ასწავლის საკუთარი თავის მართვასა და დისციპლინის შემუშავებას.
Ø
უვითარებს დამოუკიდებელი სწავლისა და პრობლემების
გადაჭრის
უნარებს.
Ø
უღვივებს ინფორმაციის მიღების და წვდომის სურვილს. აჩვევს დროის რაციონალურად განაწილებას.
საშინაო დავალების უარყოფითი მხარეები
Ø
უარყოფით მხარეში ითვლება მობეზრება,როდესაც მოსწავლე იღლება სწავლისაგან
და საშინაო დავალების შესრულებისაგან, რაც შეიძლება
გახდეს
ინტერესისა
და
მოტივაციის კლების მიზეზი.
Ø
საშინაო დავალება შეიძლება გახდეს მშობლებსა
და
შვილებს
შორის
დაძაბულობისა
და უსიამოვნების მიზეზი.
Ø
დიდი მოცულობის საშინაო დავალების მიცემამ შეიძლება გამოიწვიოს დროის
უკმარისობა კლასგარეშე აქტივობებისათვის და ეს შეიძლება გახდეს დავალების
გადაწერის და კარნახის მიზეზი.
Ø
აღნიშნული უკვე მოსწავლეს უარყოფითად განაწყობს სწავლისა და სკოლის მიმართ.
Ø
საშინაო დავალებამ შეიძლება ხელი შეუწყოს სოციალური უთანასწორობის გაღრმავებას.
გასათვალისწინებელია,
რომ
საშინაო
დავალების
ეფექტურობას
უმეტესად
მისი
შინაარსიდა
მიზანი
განსაზღვრავს
და
არა
მოცულობა.იმის ახსნა მოსწავლეებისათვის,
თუ
რა
მიზანი
აქვს
საშიანო
დავალებას
და
რატომ
არისაუცილებელი
მისი
გულდასმით
და
სრულყოფილად
შესრულება,
ეხმარება
მოსწავლეს
და მასწავლებელს
წარმატების
მიღწევაში
და
ხელს
უწყობს
ორივე
მათგანის
განვითარებასა
და წინსვლას.
საშინაო
დავალების ეფექტიანად
გამოყენების პრინციპები
იმისათვის,
რომ
საშინაო
დავალება
იყოს
ეფექტიანი,
იგი
უნდა
აკმაყოფილებდეს
შემდეგმნიშვნელოვან პრინციპებს:
Ø
საშინაო დავალება არ უნდა იყოს გამოყენებული როგორც სასჯელი
(რომელსაც
ხშირად უგულვებელყოფთ). ამ დროს მოსწავლეები
იმუშავებენ
ზედაპირულად
და
უყურადღებოდ.
Ø
საშინაო დავალება უნდა გასწორდეს, რაც შეიძლება სწრაფად და ზედმიწევნით. თუ
არ ვასწორებთ ესეც ხდება მიზეზი მისი მნიშვნელოვნების შემცირების და
ზერელობის. ,,დავალება შედეგიანია,
როცა
ის
სწორდება
ვიდრე
არ
სწორდება“.(კუპერი 1989).
Ø
უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის ეფექტური
უკუკავშირი.
უმჯობესია
არ
ფასდებოდეს ნიშნით. მოსწავლე უნდა ინიშნავდეს დახარჯულ დროს, თუ ის მცირეა
კარგია, თუ არა და რაღაც გაუჭირდათ ამ კონკრეტული საკითხის ათვისებაში და
საჭიროებენ დახმარებას.
Ø
სასურველია თუ საშინაო დავალებით მოხდება ინტეგრირება იმ მასალასთან,
რომელსაც მოსწავლეები კლასში ეუფლებიან, ამიტომ საშინაო დავალება ყოველთვის
განვიხილოთ გაკვეთილის დაწყებისას. თუ ეს ასე ხდება ყოველდღე ეს ზრდის
დავალების ეფექტურობას ,მნიშვნელოვნებას. მასწავლებელს
კი
აძლევს
საშუალებას
განვლი ლი და ასახსნელი მასალის ერთმანეთთან დასაკავშირებლად.
Ø
ყველაზე ეფექტიანია საშინაო დავალება, როცა ის სასწავლო გეგმის ძირითად
მიზნებზეა ორიენტირებული. დავალება ისე უნდა იყოს ფორმულირებული
რომ
მოსწავლისათვის ინტერესის აღძვრასაც
იწვევდეს
არც
დამაბნეველი
იყოს.
თუ
მასწავლებელი იმასაც გაითვალისწინებს,
რომ
დავალება
მოსწავლის
ინდივიდუალურ შესაძლებლობებს არ აღემატებოდეს
ეს
სასურველია.
Ø
საშინაო დავალება
უფრო
საინტერესოა,
როცა
ის
უკავშირდება
ყოველდღიურ
ცხოვრებას. რაც ჩემ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაშიც გამოკვეთეს მოსწავლეებმა.
Ø
სწორად დაგეგმილი საშინაო დავალება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა
დამოუკიდებლობას და ორგანიზებულობას. დამოუკიდებელი
სწავლის
უნარის
განვითარებას. მასწავლებლებმა უნდა ვასწავლოთ
დავალების
დაგეგმვის
პრინციპი,
რაც ასწავლის მათ დროის რაციონალურად განაწილებას და გამოყენებას.
Ø
თუ მოსწავლე არ შეასრულებს დავალებას ამას უნდა მოყვეს რეაგირება
მასწავლებლის მხრიდან. თუ რეაგირება
არ
მოყვება
ამას
ისინი
მიეჩვევიან
და
მათთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენა გახდება, რაც მათი წარუმეტებლობის მიზეზი
შეიძლება აღმოჩნდეს;
Ø
შეიძლება
დავალება
მიეცეს
მოსწავლეთა
ჯგუფსაც,
როგორც
ჯგუფური
მუშაობის
დროს თითოეულს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს
ინდივიდუალური
პასუხისმგებლობა.(პროექტები)
Ø
საშინაო დავალების ეფექტურობა დამოკიდებულია მოსწავლის ასაკზე.
მაღალი
კლასის მოსწავლეებს, რაც მეტი დავალება
ეძლევა,
მით
უკეთესია
მათი
შედეგები.
საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის დავალებაზე დახარჯული
დრო
არ
უნდა
აღემატებოდეს 90 წუთს. (მუისი და რეინოლდსი,
2005).
საკვლევი კითხვები:
Ø
ეხმარება თუ არა საშინაო დავალება მოსწავლეს გახდეს უფრო ორგანიზებული და
ჰქონდეს დამოუკიდებელი სწავლის უნარი?
Ø
როგორი შედეგი მოაქვს საშინაო დავალების გასწორებას მოსწავლეებისათვის?
Ø
რა სარეგებელი მოაქვს საშინაო დავალების შემოწმებისას მასწავლებლის უკუკავშირს
Ø
არის თუ არა საშიანო დავალების მიკცემა და შესრულება მნიშვნელოვანი მოსწალის
Ø
სწავლის შედეგების გაუმჯობესებისათვის? რატომ?
Ø
რა როლს ასრულებს მშობელი დავალების შესრულების პროცესში?
Ø
უნდა არსებობდეს თუ თუ არა ერთიანი სასკოლო პოლიტიკა საშინაო დავალების
Ø
შესრულებისათვის?
Ø
რა მნიშვენლობა
აქვს
საშიანო
დავალებას
მასწავლებლებისათვის?
Ø
შეიძლება
თუ
არა
წარმოიშვას
პრობლემები
საშიანო
დავალების
შესრულებისა
და
Ø
შემოწმების პროცესში და რა გზებით შეიძლება მათი გამოსწორება?
კვლევის მეთოდები
პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევა
გამოყენებით
კვლევათა
ჯგუფს
მიეკუთვნება,
რომლის მიზანია
საკუთარი
პროფესიონალიზმის
დახვეწა
- სასწავლო
პროცესისა
და
მოსწავლეთა
შედეგების
გაუმჯობესება.
პრობლემის
გადაჭრის
გზების
ძიების
და
პოვნის
პროცესში
მასწავლებელმა
შეიძლება
გარკვეული
ახალი
იდეები,
ინოვაციები
ან
სტრატეგიები
დანერგოს
პედაგოგიურ
პრაქტიკაში.
კვლევისათვის
ავირჩიე
როგორც
თვისობრივი
ასევე
რაოდენობრივი
მეთოდები.თვისობრივი
მეთოდებიდან
გამოვიყენე
დაკვირვება
და
ფოკუსჯგუფი,რაოდენობრივი
მეთოდებიდან
ზეპირი
და
წერილობითი
გამოკითხვა.
გამოკითხვის შედეგების ანალიზი
1. არის თუ არა აუცილებელი საშინაო დავალება მოსწავლისათვის?
ა) დიახ -100% ბ)არა-0%
ყველა მოსწავლე თვლის რომ საშინაო დავალება აუცილებელია.
2.ხომ არ აჯობებდა დავალების შესრულებისას მოსწავლეებს ქონდეთ არჩევანის
უფლება?
33% იძლევა პასუხს დიახ, 53% არა და 14% პასუხი არ აქვს
3. გეხმარებათ თუ არა საშინაო დავალება გახდეთ უფრო ორგანიზებული და გქონდეთ
დამოუკიდებელი სწავლის უნარი?
ა)დიახ
ბ)არა
გ)პასუხი არ აქვს
ამ კითხვაზე ყველას დადებითი პასუხი აქვს.
4. უნდა მოჰყვეს თუ არა მასწავლებლის მხრიდან შეუსრულებელ საშინაო დავალებას
რეაგირება?
Series 3
ა)დიახ ბ)არა გ)პასუხი არ აქვს
ამ კითხვაზე 72% თვლის რომ უნდა მოყვეს რეაგირება და 28% პასუხი არ აქვს
ღია კითხვები მოსწავლეთათვის
1. თქვენი აზრით რომელი უფრო დადებითი შედეგის მომტანია, გასწორდეს საშინაო
დავალება თუ არა?
ყველას აზრით უნდა გასწორდეს საშინაო დავალება.
2. მიგაჩნიათ თუ არა მასწავლებლის უკუკავშირი მნიშვნელოვნად საშინაო დავალების
შემოწმებისას?
72% მოსწავლე თვლის ,რომ უკუკავშირი აუცილებელია, 28% პასუხი არ აქვს.
3. რომელი უმჯობესია უკუკავშირი ფასდებოდეს ნიშნით, თუ უკუკავშირს ქონდეს ახსნა
განმარტების ფორმა?
75%მოსწავლე (ნიშნით) , 25% მოსწავლე (ახსნა- განმარტება)
4.რა შემთხვევაშია დავალება საინტერესო, როცა კლასში შესწავლილი მასალა უკავშირდება
ყოველდღიურ ცხოვრებას თუ არა?
69% მოსწავლისათვის როცა უკავშირდება, 30 არ უკავშირდება და 1% ორივე საინტერესოა.
5. რომელი უკეთესია თქვენთვის დავალების დამოუკიდებლად შესრულება თუ ამხანაგთან
ერთად?
74%სათვის დამოუკიდებლად შესრულება და 26%-სათვის ერთად შესრულება.
6. რომელ შემთხვევაში უფრო ადვილი იყო თქვენთვის დავალების შესრულება, როცა
პირველ საფეხურზე სწავლობდით თუ ახლა როცა მეორე საფეხურის მოსწავლეები ხართ?
25% პირველ საფეხურზე, 67%-მეორე საფეხურზე, 8%-ს პასუხი არ აქვს.
7. თქვენი აზრით, რომელი მოსწავლის სწავლის შედეგი იქნება უკეთესი, რომელსაც აძლევენ
დავალებას და ასრულებს, თუ რომელსაც არ აძლევენ?
ამ კითხვაზე
ყველა
მოსწავლის
პასუხი
დადებითია.
8. რა დრო გჭირდებათ საშინაო დავალების შესრულებისათვის?
20წთ
30წთ
10წთ
20წთ-53%
30წთ-34%
10წთ-13%
9.მიგაჩნიათ ეს დრო ფუჭად დახარჯულად?
არცერთი მოსწავლე არ მიიჩნევს დავალების შესრულებაზე დახარჯულ დროს ფუჭად დახარჯულად.
კითხვარები მშობელთათვის:
1. არის თუ არა ღირებული საშინაო დავალება მშობელთათვის?
ა.) დიახ, ბ.) არა
ყველა მშობლისათვის დავალება ღირებულია
2. რა როლს ასრულებს მშობელი დავალების შესრულების პროცესში?
ა.)უნდა დავეხმაროთ-58%
ბ. )შეძლებისდაგვარად
ვეხმარები
თუ
ვერკვევი
საგანში-23%
გ.)აუცილებელია დაეხმაროს მასწავლებელი-.9%
დ.) ყოველთვის
ვამოწმებ
დაწერა
თუ
არა დავალება-10%
3.უნდა შეახსენოს და მოითხოვოს თუ არა მშობელმა შვილისაგან დავალების შესრულება?
ა)აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ -56%
ბ)თუ ჭირდება
მოვითხოვოთ
- 34%
გ)არ უნდა ჭირდებოდეს - 10%
კითხვარი მასწავლებელთათვის
1. საშინაო დავალება, შეუძლია თუ არა მასწავლებელმა გამოიყენოს გავლილი და
ასახსნელი მასალის დსასაკავშირებლად?
2. როგორ შეიძლება სკოლა დაეხმაროს ბავშვებს რომელთაც სოციალურ- ეკონომიკური
პრობლემები აქვთ?
3. უნდა არსებობდეს თუ თუ არა ერთიანი სასკოლო პოლიტიკა საშინაო დავალების
შესრულებისათვის?
ა,) დიახ, ბ.) არა.
კითხვები ძირითადად უცხო ენის კათედრის
მასწავლებლებს
დავუსვი,რომლებზეც ყველა მათგანს ინდივიდუალური პასუხი გააჩნია. საერთო ყველა
მათგანის პასუხებში არის ის, რომ საშინაო დავალება არის მეთოდი, რომელიც ეხმარება
მოსწავლეს და მასწავლებელს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და
წარმატების მიღწევაში.
კვლევის მიგნებები:
მონაცემთა ანალიზისა და კვლევის შედეგების შეჯამების შემდეგ გამოიკვეთა რამდენიმე მიგნება მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია:
Ø მეტი შრომა და გარჯა საკუთარი
პროფესიონალიზმის
დასახვეწად
და
ასამაღლებლად; მოსწავლეებში
სასწავლო
და
მაღალი
სააზროვნო
უნარების
განვითარება; მოსწავლეებისათვის
პასუხისმგებლობის
გადანაწილება
ზრდის
მოტივაციას
და
ყველა
იმ უნარს, რაც ხელს უწყობს მათ წინსვლას
და
წარმატებას;
Ø თანამშმრობლობის
დეფიციტი
მშობელსა
და
მასწავლებელს
შორის.
გზები
მისი აღმოფხვრისათვის;
Ø მასწავლებელთა
ურთიერთთანამშრომლობის
გაძლიერების
აუცილებლობა.
ინტერვენცია
განხორციელებული
სამუშაოების
ანალიზის
შემდეგ
დავფიქრდი,
როგორ
მოვიქცე,რომ უკეთეს შედეგს მივაღწიო.
v
1.სამუშაო შეხვედრაზე
კვლევისთვის გამოყენებული ლიტერატურის გაცნობა მასწავლებლებისთვის. კვლევის ჯგუფმა
მოვამზადეთ პრეზენტაცია კვლევაში გამოყენებული
ლიტერატურის შესახებ, რომელიც, ჩვენი აზრით დაეხმარებათ მასწავლებლებს, გაზარდონ საშინაო
დავალების ეფექტურობა.
v
2.შეხვედრა
მშობლებთან და ფსიქოლოგის რჩევების გაცნობა საშინაო დავალებასთან დაკავშირებით - მართალია,
მშობლების 96 % თვლის რომ შვილისთვის შესაბამისი გარემო აქვს შექმნილი, ჩავთვალეთ რომ
მათვის საინტერესო იქნებოდა მოგვეწვია ისინი და გაგვეცნო ფსიქოლოგების მიერ მოწოდებული
პრაქტიკული რჩევები, რომლებიც მათ შვილებისთვის
საშინაო დავალებების შესასრულებლად გარემოს გაუმჯობესებაში დაეხმარებათ.
v
3. სამუშაო
შეხვედრა კათედრაზე უცხო ენის მასწავლებლებთან - კვლევის ჯგუფის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა უცხო ენის მასწავლებლების კათედრაზე, განვიხილეთ
საშინაო დავალების ეფექტიანად გამოყენების პრინციპები, კოლეგებმა გაუზიარეს ერთმანეთს
გამოცდილება
v
4 სამუშაო შეხვედრა
კათედრაზე მათემატიკის მასწავლებლებთან - კვლევის ჯგუფის ინიციატივით ასევე, გაიმართა შეხვედრა მათემატიკის მასწავლებლების კათედრაზე, განვიხილეთ საშინაო დავალების
ეფექტიანად გამოყენების პრინციპები, კოლეგებმა გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება.
v
5.სამუშაო შეხვედრა
მასწავლებლებთან საშინაო დავალების საერთო სასკოლო წესის შემუშავების შესახებ.
კვლევის
ჯგუფმა გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა შეგვემუშავებინა საშინაო დავალების ერთიანი სასკოლო წესი, ამ მიზნით
გავმართეთ სამუშაო შეხვედრა სკოლის მასწავლებლებთან და სკოლის დირექციასთან, საგაკვეთილო
ბადის მოდიფიცირების მიზნით, რათა თავიდან აგვეცილებინა საშინაო დავალებების დიდი მოცულობა
და შევიმუშავეთ ერთიანი სასკოლო წესი:
მასწავლებელმა დავალება იმ შემთხვევაში უნდა მისცემს მოსწავლეს, თუ მის გასწორებას, ან
გამოკითხვას მოახერხებს სწრაფად და ზედმიწევნით, ასევე განისაზღვრა ნაშრომის მოსწავლეებისთვის
დროული დაბრუნება.
ქმედებების/ინტერვენციების შედეგების შეფასება
ჩვენი შეფასების მიზანს წარმოადგენდა:
Ø
რამდენად დაეხმარათ
მასწავლებლებს კვლევის მიერ წარმოდგენილი ლიტერატურის პრეზენტაცია.
Ø
რამდენად დაეხმარებათ
მშობლებს კვლევის ჯგუფის მიერ წარმოდგენი ფსიქოლოგის რჩევები მათი შვილების საშინაო
დავალების შესრულების დროს დახმარების გასაწევად
Ø
სამუშაო შეხვედრები
კათედრაზე დაეხმარათ თუ არა ინგლისური ენისა და მათემატიკის მასწავლებლებს.
Ø
საშინაო დაალების
საერთო სასკოლო წესის შემოღება დაეხმარათ თუ არა მასწავლებლებს საშინაო დავალების შესრულების
ხარისხის გაზრდაში.
ლიტერტურის გაცნობის შემდეგ მასწავლებლებთან ჩავატარეთ
ინტერვიუები, ინტერვიუში პედაგოგებმა აღნიშნეს,
რომ წარმოდგენილი ლიტერატურა დაეხმარათ მათ
საშინაო დავალების ეფექტურად გამოყენებაში.
ასევე ინტერვიუბი ჩავატარეთ მშობლებთან, კითხვარებში მშობლების 96% აღნიშნავდა, რომ მათი
შვილებისთვის შესაბამისი გარემო აქვთ შექმნილი საშინაო დავალების შესასრულებლად, მაგრამ
ფსიქოლოგების მიერ შემოთავაზებული რჩევების გაცნობის შემდეგ მათ აღნიშნეს ,რომ დაეხმარათ საგრძნობლად გაეუმჯობესებინათ შვილებისთვის გარემო
.
კათედრაზე ჩატარებული სამუშაო შეხვედრების შემდეგ ინტერვიუებში მასწავლებლები აღნიშნავდნენ, რომ გაუზიარეს ერთმანეთს
გამოცდილება, რაც დანერგეს პრაქტიკაში.
ჩავატარეთ ფოკუსჯგუფი
მასწავლებლებთან სკოლაში შემოღებული საშინაო დავალების საერთო სასკოლო წესის შესახებ, რა დროსაც მასწავლებლებმა
აღნიშნეს, რომ ძალიან დაეხმარათ ამ წესების შემოღება, რადგან მოსწავლეები უფრო მოტივირებულნი
არიან, ინტერესით ასრულებენ დავალებას, შესაბამისად გაიზარდა სასწავლო პროცესში საშინაო
დავალების ეფექტიანობა და იმედს გამოთქვამდნენ
რომ კიდევ უფრო გაიზრდებოდა ცხრილში განხორცილებული ცვლილების შემდეგ მომავალი სასწავლო
წლიდან.
ჩავატარეთ ფოკუსჯგუფი
მოსწავლეებთან, რომლებიც გამოხატავდნენ თავიანთ შთაბეჭდილებას ხელოვანებზე ნანახი პრეზენტაციის
შესახებ, ასევე აღნიშნეს რომ მეტ ინტერეს იჩენენ უკვე ამ საგნების საშინაო დავალებების
მიმართ.
რეკომენდაციები:
შევიმუშავე რეკომენდაციები
საშინაო
დავალების
შესრულებასა
და შემოწმების
სირთულეებსა
და
მათი
აღმოფხვრის
გზებთან
დაკავშირებით მოსწავლეებისათვის,
მშობლებისათვის
და
მასწავლებლებისათვის.
Ø
მოსწავლე უნდა გრძნობდეს ინდივიდუალურ და გუნდურ პასუხისმგებლობას
საშინაო დავალების შესრულების პროცესში;
Ø
კარგად გაიაზროს საშინაო დავალების მნიშვნელოვნება, ხელი შეუწყოს
საკუთარი
თავისა
და სხვების წარმატებებს;
Ø
მშობელი ვალდებულია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს შვილის წარმატებულ საქმიანობას;
Ø
გაზარდოს თანამშრომლობა შვილის მასწავლებლებთან,
მიაწოდოს
ინფორმაცია
სკოლას სწავლაში, დავალების შესრულებისას ხელისშემშლელი ფაქტორების შესახებ;
Ø
მასწავლებლებმა მეტად ითანამშრომლონ
ერთმანეთთან
სასწავლო
პროცესის
გაუმჯობესების გზების ძიებისა და სწავლებაში დანერგვისათვის.
Ø
აქტიურად ითანამშრომლეთ კოლეგებთან, იხელმძღვანელეთ
საშინაო
დავალების
ეფექტურად
გამოყენების
პრინციპებით
და
დაიცავით
საშინაო
დავალების შესრულების საერთო სასკოლო წესი.
Ø
ეცადეთ ყოველთვის შესრულოთ საშინაო დავალება, პოზიტიური კუთხით შეხედოთ მას,
რადგან
საშინაო
დავალება
მოსწავლეებს
უვითარებს
პასუხისმგებლობის
გრძნობას
და არაპირდაპირ ასწავლის დროის მენეჯმენტს, რაც
ასე
მნიშვნელოვანია
თანამედროვე
სამყაროში
Ø
ეცადეთ დაიცვათ საშინაო დავალებაზე კვლევაში გამოთქმული რეკომენდაციები (პასუხისმგებლობის გამომუშავება,
წესებისა
და
პროცედურების
შემუშავება,
სამუშაო
სივრცის
სწორად
ორგანიზება,
სასაუბრო
ლექსიკიდან
ნეგატივის
გამორიცხვა
და
სხვა),
რადგან
დაგეხმარებათ
გააუმჯობესოთ
შვილების
გარემო
და
მეტად
აქტიურად
ჩაერთოთ
მათ
სწავლის
პროცესში.
დასკვნა
ჩემი ჩატარებული პრაქტიკული კვლევის (საშინაო დავალება და პრობლემები, რომლებიცშეიძლება წარმოიქმნას მისი შესრულების
და
შემოწმების
პროცესში),
საფუძველზე გამოიკვეთა
Ø
თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობა
მოსწავლე-მასწავლებელსა
და
მშობელს შორის;
Ø
მოვალეობების განაწილება და თითოეულისაგან
მაქსიმალური
პასუხისმგებლობის
აღება;
Ø
მშობელთა სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდის აუცილებლობა მაღალ საფეხურზე
Ø
(საბაზო და საშუალო).
ვთვლით, რომ კვლევის პროცესში
გამოიკვეთილი მიზეზი , რომ
მასწავლებლები
არ
უცვლიან
ერთმანეთს
მოსაზრებას
საშინაო
დავალებასთან
დაკავშირებით,
არ
თანხმდებიან
მოცულობასა
და
ფორმაზე.
შესაძლოა
ამან
გამოიწვიოს
ის,
რომ
მოსწავლესთვის
საერთო
ჯამში
მიცემული
დავალებების
რაოდენობა
იყოს
მოცულობითი
და
ერთფეროვანი,
რამაც
შესაძლოა
მისი
დემოტივაცია
გამოიწვიოს.
ასევე
ამის
მიზეზი
შეიძლება
ყოფილიყო
მშობელთა
ნაკლები
ჩართულობა,
რადგან
თუ
მშობელი
იჩენს
ნაკლებ
ინტერსს
შვილის
სწავლის
პროცესის
მიმართ
ეს
აისახება
მოსწავლეთა
ინტერესის
კლებაზე.
კვლევის
შედეგად
გამოვიტანე
დასკვნა,
რომ
სწავლებაში
ჩაბმული
სამივე
რგოლი
-მშობელი-
მოსწავლე
- მასწავლებელი,
აუცილებელია
თანამშრომლობდეს
ერთი
მიზნის მიღწევისათვის,
რაც
საშიანო
დავალების
შესრულებასთან
დაკავშირებულ
სირთულეს დაძლეევადს
გახდის
და
ხელს
შეუწყობს
მოსწავლის
შედეგების
ამაღლებას. პასუხისმგებლობის
გადანაწილება
მასწავლებლიდან
მოსწავლეზე
გააადვილებს
საშიანო
დავალების
შემოწმებას
და
სარგებელს
მოუტანს
ორივე
მხარეს.
გამოყენებული ლიტერატურა
1. ლიტერატურა_,,ეფექტიანი სწავლება“ 2010 წელი. ( რედაქტორი
ია
კუტალაძე).
2. ,,ეფექტური სწავლება სკოლაში“(რობერტ ჯ. მარზანო,დებრა ჯ.ფიქერინგი,ჯეინ ი.
ფოლოქი); კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული მეთოდები, რომლებიც
აუმჯობესებენ მოსწავლეთა აკადემოურ მოსწრებას - მთარგმნელი: მაია ჩანქსელიანი.
რედაქტორები: ნათია ნაცვლიშვილი, სოფიო გორგოძე;
სასწავლო
გეგმების
შემუშავებისა და მენტორობის ასოციაცია (ASCD). ალექსანდრია, ვირჯინია,
აშშ.
3.,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწ. II.
4.თინათინ ზურაბიშვილის
წიგნში ,,თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში“
5. ლია წულაძის
ნაშრომი ,,რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ
მეცნიერებებში“
რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
კვლევის
მიზანი იყო საშინაო დავალების შესრულების დროს წარმოშობილი
შეცდომების და მათი გამოსწორების გზების გზების
გამონახვა,
შესაბამისი
ინტერვენციების
დაგეგმვა,
განხორციელება
და
მიღწეული
შედეგების
შეფასება.მიღებული შედეგი
დადებითია და ვთვლი რომ შეიძლებოდა მისი კოლეგებთან გაზიარება.
პრობლემის
გაანალიზებისა და კვლევის მიზნის დასახვის შემდეგ გავეცანი ლიტერატურას ამ საკითხთან
დაკავშირებით,რამაც უფრო გამიადვილა მუშაობა კვლევის პროცესში
კვლევის პროცესში ინფორმაციისა და მონაცემთა ანალიზის
საფუძველზე შევიმუშავეთ მრავალფეროვანი ინტერვენციები. ინტერვენციებმა ცხადყო, თუ მოსწავლეებს
შეუქმნით სასიამოვნო გარემოს, ხშირად ჩავრთავთ სხვადასხვა სახის კონკურსებში, რაც მოტივაციის
ამაღლების კარგი საშუალებაა, შედეგი ნამდვილად თვალსაჩინო იქნება.
საკვლევი თემა, როგორც ჩემთვის ასევე სკოლის სხვა
მასწავლებლებისთვის ინტერესიის სფეროს წარმოადგენდა, მთელი კვლევის განმავლობაში, ასევე
მისი დასრულების შემდეგაც უკუკავშირს ვიღებდი კოლეგებისგან, მინდა ავღნიშნო, რომ კოლეგა
მასწავლებლები კვლევის დასაწყისშივე ჩავაყენე საქმის კურსში და საინტერესო იდეები მომაწოდეს
კვლევასთან დაკავშირებით. კვლევის დასრულების შემდეგ მოვახდინე კვლევის პრეზენტაცია
სადაც დეტალურად განვიხილეთ კვლევის ეტაპები:
მეთოდები, ინტერვენციები, კვლევის მიგნებები, რეკომენდაციები, დასკვნა. აღნიშნეს რომ მიესალმებიან მსგავსი კვლევების ჩატარებას.
მასწავლებლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ჩვენი შრომისმოყვარეობა და საქმისადმი მაღალი
პასუხისმგებლობის გრძნობა კვლევის შედეგებზეც აისახა, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება
დაიმსახურა მათ შორის, აღნიშნეს, რომ კვლევა ძალიან კარგი იყო, ეხებოდა მათთვის აქტუალურ
თემას, იყო დროული და საგრძნობლად დაეხმარათ უკვე სასწავლო პროცესის ეფექტურობის გაზრდაში.
კოლეგათა
უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემა მათაც აქვთ,ამიტომ პრობლემა ნამდვილად
აქტუალური იყო ყველა მასწავლებლისათვის. კვლევაში წარმოდგენილმა დიაგრამებმა მათთვის
უფრო ადვილი აღსაქმელი გახადა გამოკითხვის შედეგები, ვფიქრობ, ჩემსა და კოლეგებს შორის
ნამდვილად შედგა ეფექტური უკუკავშირი.
ჩემს, შრომას ნამდვილად მოჰყვა დადებითი შედეგი,
ამიტომ ვურჩევ კოლეგა მასწავლებლებს, გაითვალისწინონ კვლევაში დაფიქსირებული შედეგები
დარწმუნებული ვარ, უკეთესი შედეგი ექნებათ
მოსწავლეთა საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებით.
პრეზენტაციის შემდეგ კოლეგების
მიერ
დასმულ
ყველა
შეკითხვას
გავეცი
ამომწურავიპასუხი.პედაგოგებისათვის
დარიგებული
მქონდა
კითხვარი
უკუკავშირისათვის
.
1. როგორ ფიქრობთ, საინტერესო და აქტუალურია კვლევისთვის შერჩეული თემა?
კი;
არა;
ნაწილობრივ.
2. განსაკუთრებით რამ მიიქცია თქვენი ყურადღება ჩემ მიერ დაგეგმილი და
განხორციელებული კვლევიდან?
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. რა მიგაჩნიათ კვლევის ძლიერ მხარედ?
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. რა საჭიროებს გაუმჯობესებას?
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. სხვა. ( თუ გსურთ დამატებით რაიმეს დაწერა).
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
უკუკავშირის
მიხედვით
გამოიკვეთა:
ყველა
მასწავლებელი
თვლის,
რომ
კვლევისთვის შერჩეული თემა საინტერესო და აქტუალურია;
ჩემ მიერ გაწეული შრომა და კოლეგების უკუკავშირი არ მაძლევს თვითდამშვიდებისა და
კმაყოფილების საშუალებას, პირიქით, ეს ყველაფერი არის მოტივატორი შემდგომი
კვლევებისათვის. მიხარია, რომ ვარ ასეთი ძლიერი კოლექტივის წევრი და ყოველთვის
ვეცდები ვიყო მოწოდების სიმაღლეზე მოსწავლეებთან, მშობლებთან, კოლეგებთან და
ხელმძღვანელობასთან დამოკიდებულებაში.
No comments:
Post a Comment