Thursday, June 20, 2019

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა


                                                გაკვეთილის გეგმა
საგანი:  ინგლისური ენა
გაკვეთილის ტიპი : სამოდელო
კლასი :VI
 მოსწავლეთა პროფილი :  კლასში არის 5
კლასში  არის სსსმ მოსწვლე
 სამოდელო გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული . მასწავლებელი ინტეგრირებას აკეთებს ისტორიასთან . გაკვეთილზე მოსწავლეები განიხილავენ შოტლანდიაში არსებულ ციხე-სიმაგრეებს და აგრეთვე გაეცნობიან ინფორმაციას საქართველოში არსებული  ისტორიული ციხე სიმაგრეების  შესახებ .
დრო : 45 წთ

თემა
Castles in Scotland and Georgia
გაკვეთილის მიზანი
 გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ :
გაკვეთილის თემასთან დკავშირებით საუბარს , კითხვებზე     პასუხის გაცემას მათთვის ნაცნობი  ლექსიკური  ერთეულებისა და გრამატკიკული დროების გამოყენებს  საშუალებით .

·          ტექსტში მოძიებული ინფორმციის საფუძველზე პრეზენტაციის მომზადებას  და ასევე საუბარს  კულტურათშორის მსგავსება განსხვავებებზე და შეადარებენ ორი ქვეყნის ისტორიულ -კულტურული მემკვიდრეობას ერთმანეთს .


ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული  მისაღწევ შედეგებთან შესაბამისობა


ისტორია
I უცხ.დაწყ.( II) .4 მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღცრული ტექსტების ძირითადი შინაარსის გაგება , კონკრეტული დეტალების ამოცნობა .

Iუცხ.დაწყ.(II).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკითხავი ამოცანების შესაბამისი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება.

  საზ.მეც.V-VI.22  მოსწავლეს შეუძლია აღწეროს საქართველოს მოსახლეობის კულტურათა მსგავსება -განსხვავებების გამოვლინებები და განიხილოს შესაბამისი მიზეზები .
მოსწავლეს შეუძლია აღწეროს  და ისაუბროს მის მშობლიურ კუთხეში მდებარე ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე .


აქტივობები :


აქტივობა1: მიზნის და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა ( 3წთ)
მეთოდი : ვერბალური ახსნა
მიზანი : მოსწავლეებმა გაიგონ გაკვეთილის მიზანი და შეფასების კრიტერიუმები
ორგანიზების ფორმა - მთელი  კლასი

აქტივობა 2 : - კითხვა -პასუხი  ( 5წთ )
 მეთოდი: გონებრივი იერიში
მიზანი :წინარე ცოდნის გახსენება
ორგანიზების ფორმა : მთელი კლასი

მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვა castle და სთხოვს მოსწავლეებს დაასახელონ ნებისმიერი სიტყვა , რომელიც ისწავლეს ამ თემასთან დაკავშირებით .
სსსმ მოსწავლე ამბობს სიტყვა castle მნიშვნელობას.
აქტივობა 3 :  პრეზენტაცია შოტლანდიური ციხე სიმაგრეების                   შესახებ    ( 5 წთ )
მეთოდი : პრეზენტაცია
მიზანი : ინფორმაციის ვიზულურად მიწოდება ;მოსწავლეებში ინტერესის გამოწვევა და დაინტერესება
ორგანიზების ფორმა : მთელი კლასი
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს პრეზენტაციას შოტლანდიური ციხე– სიმაგრეების შესახებ და ეკითხება ოდესმე უნახავთ თუ არა რომელიმე ციხე სიმაგრე .
მასწავლებელი სსსმ მოსწავლეს ეკითხება საკუთარ რაიონში არსებული ციხე–სიმაგრის შესახებ.
აქტივობა 4: მოკლე ტექსტების ხმამაღლა წაკითხვა და სათაურებთან დაკავშირება ( 10 წთ )
მეთოდი : სწარაფი კითხვა
ორგანიზების ფორმა : წყვილებში მუშაობა
მიზანი : წაკითხული ტექსტის ძირითადი აზრის გაგება , ახალი სიტყვების კონტექსტიდან ამოცნობა 

მასწავლებელი აძლევს ტექსტის მცირე მონაკვეთს წყვილებს . მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს ხმამაღლა , თარგმნიან და მოცემულ სათაურებს შეუსაბამებენ მოცემული ტექსტის მონაკვეთს
სსსმ მოსწავლე წყვილდება მასწავლებელთან და მასთან ერთად ასრულებს სამუშაოს მისთვის განკუთვნილ წინასწარ მომზადებულ ტექსტის ნაწყვეტზე.
აქტივობა 5 :   მორბენალი კარნახი (Running Dictation )
მეთოდი : ინფორმაციის  მოძიება , ჯგუფისთვის გაზიარება და ამ ინფორმაციის საფუძველზე  მოკლე პრეზენტაციის გაკეთება .- ( 15 წთ )

მიზანი : მოსწავლე შეძლებს მისთვის სასურველი ინფორმაცისს სწრაფად მოძებნას , მის წაკითხვას , ამ ინფორმაციიდან მთავარის დამახსოვრებას და ჯგუფის წევრისთვის გაზიარებას .

აღწერა : მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს ბარათებს , რომელზეც მოცემულია საქართველოში არსებული ისტორიული ციხე - სიმაგრეების სახელები .მასწავლებელი ჯგუფში ანაწილებს როლებს ,მაგ : თითოეული ჯგუფიდან ერთი მოსწავლე პასუხისმგებელია ინფორმაციის მოძებნაზე , ერთს ევალება ინფორმაციის ჩაწერა . ინფორმაცია ციხე სიმაგრეების შესახებ გაკრულია საკლასო ოთახის კედლებზე . მოსწავლეები პოულობენ ინფორმაციას მათთვის სასურველი ციხე სიმაგრის შესახებ , კითხულობენ სწარაფად , ინიშნავენ ძირითად ფაქტებს და მიაქვთ და უზიარებენ საკუთარი ჯგუფის წევრებს . ჯგუფები აკეთებენ მოკლე პრეზენტაციას საქართველოში არსებული ციხე -სიმაგრეების შესახებ .        
სსსმ მოსწავლეს მასწავლებელი აძლევს ციხე–სიმაგრეების პლაკატებს და მასთან ერთად აკეთებს მცირე ინფორმაციის მოძიებას მათ შესახებ ასევე წინასწარ მომზადებული ბარათების დახმარებით.
აქტივობა 6 : შეფასება და თვითშეფასება ( 5წთ)
მასწავლებელი იყენებს განმსაძღვრელ და განმავითარებელ შეფასებას და აძლევს მოსწავლეებს სათანადო უკუკავშირს .
მასწავლებელი იყენებს გასასვლელ ბილეთს - მოსწავლეები წერენ სამ კითხვაზე პასუხს 1) რა იყო მნიშვნელოვანი
                                     2) რა ისწავლეთ ?
                                     3) კიდევ რის ცოდნას ისურვებდით ამ                           თემასთან დაკავშირებით ?

რესურსები
დაფა , ცარცი , კომპიუტერი , პროექტორი , ფერადი ბარათები , სახელმძღვანელო, პლაკატები.
   




მოსწავლეთა შეფასების  რუბრიკა
ქულები და კრიტერიუმები
9-10
7-8
4-5-6
3-2-1
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივგამომსახველობით საშუალებებს
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტნაკლებად გამართულად საუბრობს
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
თანამშრომლობა და ჯგუფურ სამუშაოში ჩართულობა
ყოველთვის  თანამშრომლობს თანაკლასელებთან , არ აწყვეტინებს საუბარს და აქტიურადაა ჩართული ჯგუფურ სამუშაოში .
ძირითადად თანამშრომლობს თანაკლასელებთან , ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში , ძირითადად მონაწილეობს ჯგუფში დავალებების შესრულებაში .
იშვიათად თანამშრომლობს და ნაკლებად ჩართულია ჯგუფში საერთო სამუშაოს შესრულებაში .
არ თანამშრომლობს თანაკლასელებთან . არ მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობებში .
პრეზენტაცია
ყოველთვის იცავს რეგლამენტს, ფლობს საკომუნიკაციო უნარებს ( ჟესტიკულაცია, ხმის ტემბრი,აუდიტორიის ფლობა) .
უმეტეს შემთხვევაში იცავს რეგლამენტს, ნაწილობრივ ფლობს საკომუნიკაციო უნარებს .
უჭირს აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა, ან ვერ იცავს რეგლამენტს.
ვერ ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან, ლაპარაკობს გაურკვევლად , არ იცავს რეგლამენტს


                                                    გაკვეთილის რეფლქსია
ვფიქრობ , რომ ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილი იყო მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული , მოსწავლეზე ორიენტირებული . გაკვეთილის მიზანი ნათლად და გასაგებად მაქვს ფორმულირებული და შესაბამისად  აქტივობებიც მიზნის შესაბამისად სწორად და თანმიმდებრულად იყო დალაგებული . გაკვეთილის მიზანი შესაბამისობაშია ესგ -ს მისაღწევ შედეგებთან . გაკვეთილის მიზანია - უცხო ტექსტში   სასურველი ინფორმაციის მოძიება ,  მისი ძირითადი აზრის სწორად გაგება-გააზრება და სათანადო სათაურთან სწორად დაკავშირება, ტექსტში მოძიებული ინფორმციის საფუძველზე პრეზენტაციის მომზადება .
   გაკვეთილის საწიყის ფაზაზე გავააქტიურე მოსწავლეთა წინარე ცოდნა მოცემულ თემასთან დაკავშირებით , გამოვიყენე გონებრივი იერიშის მეთოდი , რაც დამეხმარა მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებასა და გაკვეთილის თემასთან დაკავშირებული ლექსიკური ერთეულების გახსენებაში .  გამოწვევის ფაზაზე ასევე გამოყენებული პრეზენტაციის მეთოდი ეფექტური იყო მოსწავლეებში თემასთან დაკავშირებით ინფორმაციის ვიზუალიზაციაში , რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეების დაინტერესებას და მათ შემდგომ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში  .
 გეგმით განსაზღვრულ დროის მიხედვით გადავედი შემდგომ ფაზაზე . აქტივობის დაწყებამდე დავყავი მოსწავლეები წყვილებად და გარკვევით  გავაცანი  დავალების შესამაბსი ინსტრუქციები და დავურიგე სათანადო რესურსები - ტექსტის სათაურების სახით . მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფში . მე ფასილიტატორ- დამხმარის როლში ვიყავი , ვაკვირდებოდი მოსწავლეების მუშაობას , ვეხმარებოდი ახალი სიტყვებისა თუ რთული წინადადებების თარგმნაში და ვაძლევდი დამატებით ინსტრუქციებს , რამაც ხელი შუჭყო მოსწავლეებში ტექსტის ძირითადი შინაარსის უკეთ გაგება გააზრებას .
გაკვეთილის შემდგომ ფაზაზე , სადაც მოსწავლეებს მოუწიათ ჯგუფში მუშაობა , ინფორმაციის მოძიება , ამ ინფორმაციის ჯგუფის სხვა წევრებისათვის გაზიარება და ამის შედეგად მოკლე პრეზენტაციის გაკეთება . მოსწავლეებს მივეცი სათანადო ინსტრუქციები აქტივობის ეფექტურად შესასრულებლად , ასევე ვცდილობდი სათანადო და დროული კომენტარებითა და უკუკავშირით ხელი შემეწყო გაკვეთილის  საბოლოო მიზნის მიღწევაში . ვფიქრობ აქტივობები მრავალფეროვანი , საინტერესო და ინფორმაციული იყო . გამოვიყენე მრავალფეროვანი და სახალისო რესურსები , რაც დამეხმარა  მოსწავლეების დაინტერესებასა და ჩართულობის  გაზრდაში . გაკვეთილის შედეგად ხელი შეეწყო მოსწავლეებში საგანთშორისი კავშირის დანახვას რადგანაც გაკვეთილი ინტეგრირებული იყო . მოსწავლეებმა შეძლეს უკეთ გაეცნობიერებიათ რომ ერთ საგანში მიღებული ცოდნა შეუძლიათ გამოიყენონ სხვადასხვა საგანში .  გაკვეთილზე გამოყენებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას . მოსწავლეებმმა შეძლეს გაევლოთ პარალელები და შეადარეს ერთმანეთს შოტლანდიასა და საქართველოში არსებული ციხე სიმაგრეები და  იმსჯელეს მათ შორის მსგავსება განსხვავებებზე .

     ბოლოს მოსწავლეებმა გააკეთეს თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია . გამოვიყენე ორივე სახის შეფასება - განმავითარებელი და განმსაზღვრელი .გასასვლელი ბილეთის  საშუალებით მოსწავლეებმა შეაფასეს გაკვეთილი , რა მოეწონათ , რა ისწავლეს და რის ცოდნას ისურვებდნენ მომავალში . ეს დამეხმარა მოსწავლეების გაგების მონიტორინგში და ვეცდები ეს ინფორმაცია გამოვიყენო შემდგომში  მოსწავლეების საჭიროებებზე და ინდივიდუალურ თავისებურებებზე მორგებული გაკვეთილების დაგეგმვაში . ეს ასევე ეხმარება მოსწავლეებს თვითშეფასებასა და მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას უწყობს ხელს .

 გაკვეთილი წარმატებული იყო მოსწავლეთა ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლების კუთხით . გაკვეთილის თემამ და ისტორიის , საკუთარი ქვეყნის შესახებ ცოდნის ინტეგრირებამ გაზარდა მოსწავლეთა ჩართულობა და დაინტერესება . ასევე ჯგუფური მუშაობის გამოყენებამ , რომლის დროსაც ვეცადე თითოეული მოსწავლისათვის გადამენაწილებინა როლები გამოიწვია მოსწავლეთა ჩართულობა , რადგანაც თითოეული მოსწავლე პასუხისმგებელი იყო გარკვეულ სამუშაოზე ამან ხელი შეუწყო ჯგუფურ მუშაობას და დაეხმარა მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ საჯუთარი როლი ჯგუფის საერთო წარმატებაში .
 
            გაკვეთილის მსვლელობისას მომიწია  ბოლო ფაზაზე  აქტივობისათვის გეგმით გათვალისწინებული დროის შემცირება , რადგან არ იყო საკმარისი დრო , ზოგიერთი აქტივობის შესასრულებლად მოსწავლეებს იმაზე მეტი დრო დასჭირდათ , ვიდრე მე გეგმით მქონდა გათვალისწინებული. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ვგეგმავ კვლევას დროის მართვასთან დაკავშირებით .
      გაკვეთილის მსვლელობისას შემდეგი პრობლემები გამოიკვეთა :
v მოსწავლეებს გაუჭირდათ  ინსტრუქციების სწორად გაგება .ერთ -ერთ აქტივობის ინსტრუქციებთან დაკავშირებით რამოდენიმე მოსწავლეს გაუჩნდა დამატებითი კითხვები ერთმანეთისადმი   , რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ის , რომ  ერთ -ერთ ჯგუფში მოსწავლებს თემასთან დაკავშირებით ნაკლლები ინფორმაცია ჰქონდათ მოძიებული  და შესაბამისად რამდენიმე მოსწავლე ნაკლებად ჩაერთო ჯგუფურ მუშაობაში  და საბოლოო ჯამში პრეზენტაციაც არასრულყოფილი იყო.
იმისათვის რომ მომავალში თავიდან ავირიდოთ მსგავსი  პრობლემა , ვეცდები კლასში აქცენტი გავაკეთო ქცევის წესებზე და თითოეულ გაკვეთილის დაწყებამდე შევახსენო მათ ქცევის წესები . იმისათვის , რომ მოსწავლეებს აქტივობის განხორციელების პროცესში არ გაუჩნდეთ დამატებითი კითხვები და თავი ავარიდო კლასის მართვის პრობლემას , ვეცდები ინსტრუქციები უფრო მარტივად და გასაგებად მივცე , ან გაუგებრობის შემთხვევაში ვაჩვენო მთ კონკრეტული მაგალითი , რაც გაუადვილებთ ჯგუფში მუშაობას .
       პირადად  ჩემთვის გაკვეთილის შედეგად მიღებული სარგებელი საკმაოდ დიდია , რადგანაც გაკეთილის მიმდინარეობისას გამოკვეთილი პრობლემები , მათი ანალიზი და პრობლემების  გადაჭრის შესაძლო გზების ძიება დამეხმარება უკეთ გავაანალიზო ჩემი საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა და დავგეგმო ნაბიჯები თუ აქტივობები საკუთარი პროფესიული ზრდისაკენ , რაც ძალზედ მნიშვნელოვანია თითოეული პედაგოგის პროფესიული წინსვლისათვის .
        გაკვეთილი საინტერესო და სასარგებლო იყო აგრეთვე კოლეგებისთვის , რადგანაც გაკვეთილის თემა საინტერესო იყო და შეეხებოდა საგანთშორის კავშირებს . გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები შესაძლებელია გამოიყენონ იმ მასწავლებლებმაც , რომლებიც ესწრებოდნენ გაკვეთილს . ერთ ერთი საინტერესო აქტივობა იყო Running dictation -  მორბენალი კარნახი , რაც შესანიშნავი აქტივობაა მოსწავლეებში ინფორმაციის სწრაფად მოძიების უნაარების განსავითარებლად . აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში წაკითხული ინფორმაციიდან მთავარი აზრის გამოტანას და მის სწრაფად გადაცემას მისი ჯგუფის წვრებისათვის

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა

                                                გაკვეთილის გეგმა საგანი:   ინგლისური ენა გაკვეთილის ტიპი : სამოდელო კლასი : VI ...